ერევანში აქციები გრძელდება. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სომხეთის დედაქალაქში დილიდან გადაკეტილია ერევნის რამდენიმე ქუჩა. დაკავებული მომიტინგეების რაოდენობამ 140-ს გადააჭარბა.

ერევანში დაუმორჩილებლობის აქციები 25 სექტემბერს დილიდან დაიწყო. მომიტინგეებმა რამდენიმე ქუჩა გადაკეტეს.

ისინი არაღიარებულ მთიან ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებში ქვეყნის ხელისუფლებას ადანაშაულებენ და მთავრობის გადადგომას მოითხოვენ.