ერევანში ფაშინიანის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციის მონაწილეებმა აეროპორტის გზა გადაკეტეს

მომიტინგეებმა სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით რამდენიმე წუთის განმავლობაში გადაკეტეს ერევანში ზვარტნოცის აეროპორტის ერთ-ერთი გზაჯვარედინი, ამის შესახებ იუწყება Sputnik სომხეთი.

მოქალაქეებმა პოლიციას მიმართეს თხოვნით, რომ მათ ხუთი წუთი მიეცათ აქციის ჩასატარებლად, ამ დროის შემდეგ მათ დატოვეს საავტომობილო გზა, მოძრაობა აღდგა. ერთ-ერთმა მონაწილემ აღნიშნა, რომ საპროტესტო აქციები გაგრძელდება ფაშინიანისა და მისი ყველა მომხრეების გადაყენებამდე.

სომხეთში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, დემონსტრანტები მოითხოვენ პრემიერ მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას.

ისინი, ვინც ქუჩაში გამოვიდნენ, არ ეთანხმებიან 10 ნოემბრიდან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ერთობლივი გარიგების პირობებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად