ერევანში ოპოზიციის ათი ლიდერი დააკავეს

ერევანში, სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, საპროტესტო აქციების გამო ოპოზიციის ათი ლიდერი დააკავეს. ამის შესახებ იტყობინება სომხეთის სპეციალური საგამოძიებო სამსახური. დაკავებულ ოპოზიციონერები ეჭვმიტანილნი არიან აქციების ორგანიზებისა და ჩატარების შესახებ კანონების დარღვევაში.

მასობრივი არეულობების ორგანიზების ბრალდებით (სომხეთის სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ლი ნაწილი) დააკავეს პარტია “აყვავებული სომხეთის” თავმჯდომარე გაგიკ ცარუკიანი, პარტია “სამშობლოს” ხელმძღვანელის მოადგილე, პარტია “დაშნაკცუთიუნის” წევრი და ტელეკომპანია “იერკირის” პოლიტიკური და საინფორმაციო პროგრამების ხელმძღვანელი. აგრეთვე ოპოზიციური რესპუბლიკური პარტიის ხელმძღვანელის მოადგილე, პარლამენტის სპიკერის ყოფილი მოადგილე ედუარდ შარმაზანოვი, უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელი არსენ ჰამბარძუმიანი და პარტია “რესპუბლიკის” ყოფილი წევრი, პოლიტოლოგი სურენ სურენიანცი.

ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლები 10 ნოემბრის ღამეს დაიწყო, მას შემდეგ, რაც პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა მთიანი ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტისა და არაღიარებული რესპუბლიკის არაერთი რეგიონის აზერბაიჯანისთვის გადაცემის თაობაზე ხელშეკრულების ხელმოწერის შესახებ.

რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულების თანახმად, მთიანი ყარაბაღის საომარი მოქმედებები 10 ნოემბრის შუაღამიდან შეწყდა.

რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტი განლაგებულია მთიანი ყარაბაღის საკონტაქტო ხაზის და ლაჩინის დერეფნის გასწვრივ. ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულების მონიტორინგისთვის რუსულ-თურქული ცენტრი განთავსდება აზერბაიჯანში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად