ერევანში ნიკოლ ფაშინიანის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე 25 ადამიანი დააკავეს

სამშაბათს, ერევანში, სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე, პოლიციის თანამშრომლებმა 25 ადამიანი დააკავეს.

”ამ დროისთვის დაკავებულია 25 მოქალაქე”, – განაცხადეს პოლიციის პრესსამსახურში.
სამშაბათს, დილით, პარტიის “მოძრაობა სამშობლოს გადასარჩენად” 100-მდე მხარდამჭერმა სცადა მთავრობის შენობის მესამე კორპუსის შესასვლელების დაბლოკვა, სადაც ფაშინიანი უნდა შესულიყო.

 

სომხეთში, 2020 წლის 10 ნოემბრიდან, საპროტესტო აქციები არ წყდება ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით. ოპოზიცია მას ადანაშაულებს ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებში. პრემიერ-მინისტრის მოწინააღმდეგეები ასევე აცხადებენ, რომ ერთობლივი განცხადება მთიანი ყარაბაღში საომარი მოქმედებების სრული შეწყვეტის შესახებ, რომელიც მან 9 ნოემბერს გააფორმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და აზერბაიჯანის ლიდერ ილჰამ ალიევთან, ნამდვილად ჩაბარების ტოლფასია. ამ ფონზე, სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მოითხოვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად