ერევანში, მამამ ბავშვები მეცხრე სართულიდან გადააგდო და თავადაც თან მიჰყვა

ინფორმაცია ამის შესახებ სააგენტო “news.am” აქვეყნებს

სააგენტოს ცნობით, საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურში აცხადებს, რომ მამაკაცის და მისი ორი ბავშვის სიკვდილის ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე მკვლელობის და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით.

პრესსამსახურის ცნობით, 5 მაისს, დილის 07:30 საათზე, შევიდა შეტყობინება, რომ ერევნის მალათია-სებასტიას რაიონის B2 კვარტლის N91 სახლის ეზოში ნახეს სამი ადამიანის, მათ შორის, ორი ბავშვის გვამი. ადგილზე მისულმა ოპერატიულმა ჯგუფმა დაადგინა რომ დაღუპულები ამ სახლის მაცხოვრებელი, 1980 წელს დაბადებული მამაკაცი და მისი ბავშვები არიან. მამაკაცის ყოფილი მეუღლე და ბავშვები, 2013 წელს დაბადებიული ბიჭი და 2015 წელს დაბადებული გოგონა, სტუმრად იმყოფებოდნენ მამასთან. გამოძიების ხელთ არსებული ცნობებით, მამაკაცმა ჯერ ბავშვები გადაააგდო , შემდეგ კი თავად გადაჰყვა მათ.

ამ დროისთვის სხვა არაფერი ინფორმაცია არაა ცნობილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად