ერევანში, დაშნაკცუთიუნის ახალგაზრდულ ორგანიზაციის წევრებმა, უკრაინის საელჩოს ბორშჩი შეასხეს (ვიდეო)

ერევანში, უკრაინის შენობის წინ, სომხეთის სარევოლუციო ფედერაციის (დაშნაკცუთიუნი) ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს

დაშნაკცუთიონის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრების გაღიზიანება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულმა იმ განცხადებამ გამოიწვია, რომელშიც უკრაინამ შეშფოთება გამოხატა აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე დაწყებული შეეიარეაღებული დაპირისპირების გამო და მხარეებს მოუწოდა კონფლიქტის მოგვარებისკენ “მშვიდობიანი გზებით, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების და ნორმების საფუძველზე, ასევე გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციები 822, 853, 874 და 884 დადგენილებების საფუძველზე” და აღნიშნაა, რომ “უკრაინული მხარე სიტუაციის პოლიტიკურ გადაწყვეტას გულისხმობს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის საფუძველზე”
 
საელჩოს წინ შეკრებილი დაშნაკცუთიონის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს ხელში ეკავათ პლაკატები წარწერებით ინგლისური და უკრაინული ენებზე: “სირცხვილი უკრაინას”, “უკრაინა+აზერბაიჯანი”, “ჭამეთ ბორჩი და გაჩუმდით” და სხვა და სკანდირებდნენ : “უკრაინა, ნუ პროვოცირებ”, “ნუ უჭერ მხარს აგრესორს”.
 
აქციის დასასრულს უკრაინის საელჩოს ბორჩი შეასხეს.
 
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე დაწყებული დაპირისპირების შემდეგ უკრაინის მიერ გავრეცელებული განცხადების გამო, გუშინ სომხეთის საგარეო უწყებაში სომხეთში უკრაინის ელჩი დაიბარეს.
 
შეიარაღებული დაპირისპირების დაწყების შემდეგ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ანალოგიური განცხადება მოლდოვას საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრმა გააკეთა.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად