ერდოღანს პუტინთან შეხვედრა სურს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი იმედოვნებს, რომ გერმანიაში ვიზიტის შემდეგ, თავის რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას Yeni Şafak-ი ავრცელებს.

"საგარეო საქმეთა, თავდაცვისა და დაზვერვის მინისტრები რუსეთის დელეგაციასთან ინტენსიურ დიალოგს გააგრძელებენ. ჩვენ კვლავ შევხვდებით პუტინს გერმანიაში მოგზაურობის შემდეგ ", – განაცხადა მან.


რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა კი განაცხადა, რომ რუსეთისა და თურქეთის ლიდერები ურთიერთობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

7 სექტემბერს თეირანში რუსეთის, ირანისა და თურქეთის პრეზიდენტების სამიტი გაიმართა. მთავარი თემა სირიის პროვინციაში იდლიბში არსებული მდგომარეობა იყო. შეხვედრის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ კონფლიქტის პოლიტიკური გზით მოგვარება აუცილებელია. ერდოღანმა იდლიბში სირიის არმიის სამხედრო ოპერაცია გააპროტესტა. ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ ტერორისტები პროვოკაციებისთვის, მათ შორის ქიმიური იარაღის გამოყენებისთვის ემზადებიან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად