ერდოღანმა, სირიაში ბრძოლისთვის, საბრძოლო მასალებით დახმარება დონალდ ტრამპს სთხოვა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა, 4 მარტს, განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, სირიის პროვინცია იდლიბში ბრძოლისთვის, საბრძოლო მასალებით დახმარება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სთხოვა.

ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე, სირიის საკითხებში აშშ-ის წარმომადგენლის ჯეიმს ჯეფრის განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისას განაცხადა.

ჯეიმს ჯეფრისმა კი განაცხადა, რომ ვაშინგტონი, მზად არის, რომ თურქეთს, როგორც ნატო-ს მოკავშირეს, საბრძოლო მასალებით დახამრება აღმოუჩინოს.

სირიაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარის დროს, ერდოღანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ამ კონფლიქტში დიდ ზარალს ნახულობს, ეს ზარალი კი, მისი თქმით, ზედმეტად ცოტა არის იმისათვის, რომ იგი სირიის მხარის ზარალს შეადარო. ერდოღანის თქმით, თურქეთს შეუძლია ბრძოლა, თუმცა ომისკენ არ მიისწრაფის.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად