ერდოღანმა პუტინს განუმარტა, რომ სირიაში ოპერაციის დაწყება მშვიდობას ხელს შეუწყობს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა თავის რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას სირიაში მომავალი ოპერაციის დაწყება განიხილა. სააგენტო “როიტერის” ცნობით, ამის შესახებ თურქეთის ლიდერის ადმინისტრაციის განცხადებაშია აღნიშნული.

მათი ცნობით, საუბრის დროს ერდოღანმა პუტინს განუმარტა, რომ სირიაში თურქეთის ჯარის მოქმედებები მშვიდობასა და სტაბილურობას ხელს შეუწყობს.
გარდა ამისა, თურქეთის ლიდერმა დასძინა, რომ ოპერაციამ პროცესის მოსაგვარებლად პოლიტიკური გზა უნდა გახსნას.

7 ოქტომბერს, ამერიკის ლიდერმა დონალდ ტრამპმა მიკრობლოგ “ტვიტერზე” დაწერა, რომ ვაშინგტონმა სირიაში სამხედრო კამპანია უნდა დაასრულოს.

მანამდე, თურქეთის ლიდერმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ოპერაციის დაწყებამდე, შეერთებულმა შტატებმა ტერიტორიიდან თავისი ჯარები გაყვანა დაიწყო.

6 ოქტომბერს, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი თავის ამერიკელ კოლეგას დონალდ ტრამპს ტელეფონით ესაუბრა. ლიდერებმა საუბრისას სირიის ჩრდილოეთით უსაფრთხოების ზონის შექმნაზე იმსჯელეს.

საუბრის დროს, ერდოღანმა დაადასტურა, რომ იგი ნოემბერში დონალდ ტრამპის მიწვევით შეერთებულ შტატებს ესტუმრება.

5 ოქტომბერს, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარა სირიაში, ტერორისტების წინააღმდეგ ოპერაციის დაწყებისთვის მზად არის.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად