ერდოღანმა მოსკოვი იდლიბზე თავდასხმაში დაადანაშაულა და სირიას ულტიმატუმი წაუყენა

თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, სირიის პროვინციაში მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობა ასადის რეჟიმსა და რუს სამხედროებს ენიჭებათ.

რეჯეპ ტაიფ ერდოღანმა რუსული სამხედროები და მათი მეთაურები მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმაში დაადანაშაულა.
ერდოღანი ყველას დაემუქრა, რომ თუ კი ერთ თურქ სამხედროზე მაინც მიიტანდნენ იერიშს საკადრის პასუხს მიიღებდნენ უფრო კონკრეტულად კი თურქეთი საპასუხო დარტყმებს განახორციელებდა სირიის მისამართით. „ ჩვენ ველოდებოდით, რომ მეორე მხარე აღებულ ვალდებულებებსა და პირობებს შეასრულებდა, მაგრამ ასე არ მოხდა, შესაბამისად მათი მხრიდან რეაგირებაც ადექვატური იქნება.
მისი განცხადებით, კიდევ ერთხელ მსგავსი შემთხვევის განხორციელებაში ოფიციალური ანკარა სადამკვირვებლო ზონიდან გამოვა და სამხედრო იერიშს განახორციელებს.

შეგახსენებთ, სირიის პროვინცია იდლიბში მომხდარი სროლების შედეგად 14 თურქი სამხედრო დაიღუპა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად