ერდოღანმა 10 ქვეყნის ელჩების “პერსონა ნონ გრატად” გამოცხადება მოითხოვა

ერდოღანმა, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს 10 ქვეყნის ელჩების “პერსონა ნონ გრატად” გამოცხადება დაავალა.

თურქული მედიის ცნობით, რეჯეფ თაიფ ერდოღანის აცხადებს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრს მისცა ინსტრუქცია, რაც შეიძლება სწრაფად გამოაცხადოს “პერსონა ნონ გრატად” იმ 10 ქვეყნის ელჩები, რომლებმაც, ოსმან კავალას გათავისუფლება მოითხოვეს.

იმ ელჩებს შორის, რომლებმაც თურქი აქტივისტის გათავისუფლება მოითხოვეს, თურქეთში აშშ-ის, საფრანგეთისა და გერმანიის მისიების ხელმძღვანელებიც არიან.

ელჩებმა, რამდენიმე დღის წინ გააკეთეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც ისინი ბიზნესმენისა და ფილანტროპის, ოსმან კავალას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვდნენ.

კომენტარები
იტვირთება...