ერდოღანის მრჩეველი: გაზსადენი “თურქეთის ნაკადი” ევროპისთვის აუცილებელია

გაზსადენი “თურქეთის ნაკადი”არა მხოლოდ თურქეთისა და რუსეთისთვისაა აუცილებელი, არამედ ევროპისთვისაც. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიფ ერდოღანის მრჩეველმა, მმართველი პარტია ”მართლმსაჯულებისა და განვითარების” თავმჯდომარის მოადგილემ ჯევდეთ ილმაზმა განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო “ლენტა.რუ” ავრცელებს.

”თურქეთის ნაკადი” თურქეთსა და რუსეთს შორის უაღრესად მნიშვნელოვანი თანამშრომლობაა, რომელიც კიდევ უფრო დაახლოვებს ჩვენს ურთიერთობებს. ეს ნაკადი ასევე აუცილებელია ევროპის ქვეყნებისთვის. მჯერა, რომ ამ პროექტს ყველამ ხელი უნდა შეუწყოს ”,- განაცხადა ილმაზმა.

მან დასძინა, რომ სანქციებს, რომლებიც ამ გაზსადენის მშენებლობის წინააღმდეგ დაწესდა, საპასუხო სანქციებით უნდა უპასუხონ.

”თურქეთის ნაკადი” გაზსადენის პროექტია, რომლის ღირებულება შვიდი მილიარდი ევროა. მისი მშენებლობა 2017 წლის მაისში South Stream- ის ნაცვლად დაიწყო, რომლის მშენებლობის უფლებაც ბულგარეთმა 2014 წელს არ გასცა. გაზსადენის პირველი ხაზი განკუთვნილია თურქული ბაზრისთვის, მეორე – სამხრეთ ევროპისთვის.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად