ერდოღანი: ვერც რუსეთმა და ვერც აშშ-მა შეძლეს სირიაში ტერორიზმის პრობლემის მოგვარება

“ვერც რუსეთმა და ვერც აშშ-მა შეძლეს სირიაში ტერორიზმის პრობლემის მოგვარება“, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა აშშ-ში გაფრენამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, იგი ამ საკითხს აშშ-ის პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე განიხილავს, ხოლო როცა დაბრუნდება, სატელეფონო საუბარს გამართავს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან.

ერდოღანის თქმით, რეგიონში კვლავ გრძელდება ტერაქტები მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.

ერდოღანმა ოქტომბერში ანტიტერორისტული ოპერაცია „მშვიდობის წყაროს“ დაწყების შესახებ განაცხადა, რათა სირიასთან საზღვარზე უსაფრთხო ზონა შეექმნა. ოპერაცია მიმართული იყო ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოსა“ და ქურთული ფორმირებების წინააღმდეგ.

რამდენიმე დღეში თურქეთმა, აშშ-სთან და რუსეთთან შეთანხმების მიღწევის შემდეგ, შეაჩერა აღნიშნული ოპერაცია. აშშ-სთან ანკარა შეთანხმდა, რომ 120 საათის განმავლობაში შეაჩერებდა სამხედრო მოქმედებებს, რათა ქურთებს დაეტოვებინათ აღნიშნული ტერიტორია, ხოლო რუსეთთან მიღწეული შეთანხმების მიხედვით – ანკარა რუსეთთან ერთად განახორციელებს სირია-თურქეთის საზღვრის პატრულირებას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად