ერდოღანი: თურქეთს არ ეშინია აშშ-ს სანქციების აზერბაიჯანის მხარდაჭერის გამო

თურქეთს არ ეშინია აშშ-ს სანქციების აზერბაიჯანის მხარდაჭერის გამო. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ თაიპ ერდოღანმა სიტყვით მიმართა კვირას მალატიის პროვინციაში მმართველი პარტიის მე-7 ყრილობის მონაწილეებს.

თურქეთის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა არაერთი ამერიკელი პოლიტიკოსის მუქარაზე, რომ ანკარას სანქციები დაუწესონ აზერბაიჯანის მხარდაჭერასთან დაკავშირებით. “თურქეთი არ არის ტომობრივი წარმონაქმნი და არ ეშინია მუქარის”, – აღნიშნა ერდოღანმა.

მისივე თქმით, ანკარაზე ზეწოლა თურქეთის მზარდი გავლენის შედეგია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად