ერდოღანი: თურქეთს არ აქვს შესაძლებლობა, გაუმკლავდეს ახალ მიგრაციულ ტალღას

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ტელეფონით ესაუბრა გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს.

პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორატის განცხადების თანახმად, შეხვედრისას განიხილეს რეგიონალური საკითხები, განსაკუთრებით თურქეთ-გერმანიის ურთიერთობები, ავღანეთი და იმიგრაცია.

ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესში თურქეთმა და გერმანიამ, როგორც ნატოს მოკავშირეებმა, გამოიჩინეს შესამჩნევი სოლიდარობა და კოორდინაცია.

რაც შეეხება გაეროსა და სხვა დამხმარე ორგანიზაციების მიერ ავღანეთში საჭირო ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების საკითხს, ერდოღანმა თქვა, რომ არავის არ ექნება სურვილი განიცადოს 2015 წელს სირიელ ლტოლვილთა ტალღის მსგავსი გამოცდილება და, რომ გერმანიამ და ევროკავშირმა უნდა უზრუნველყონ მეზობელი ქვეყნების მხარდაჭერა ავღანური მიგრაციის ტვირთის მხრივ.

პრეზიდენტმა ერდოღანმა ხაზი გაუსვა, რომ თურქეთს არ აქვს შესაძლებლობა, გაუმკლავდეს ახალ მიგრაციულ ტალღას.

კომენტარები
იტვირთება...