ერდოღანი: თურქეთმა სირიაში, ევფრატის აღმოსავლეთით ოპერაციისთვის მზადება დაასრულა

თურქეთმა სირიაში, ევფრატის აღმოსავლეთით ოპერაციისთვის მზადება დაასრულა. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო Anadolu ავრცელებს.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ ამჟამად სირიის ტერიტორია “ისლამური სახელმწიფოს” (ISIS) ტერორისტებისგან თითქმის “გაწმენდილია”, მაგრამ ახალი ორგანიზაცია გამოჩნდა, სახელწოდებით “სირიის დემოკრატიული ძალები” (SDS), რომელიც, მისი თქმით, სინამდვილეში მისი წინამორბედისგან არაფრით განსხვავდება.

სექტემბრის დასაწყისში ანკარამ შეერთებული შტატები ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში უსაფრთხოების ზონის შექმნაში დაადანაშაულა.

”თურქეთი არ აპირებს თვალის დახუჭოს იმაზე, თუ როგორ უჭერს მხარს აშშ ტერორისტებს”, – აღნიშნა ერდოღანმა.

იგი დარწმუნებულია, რომ თურქეთის მიერ გადადგმული ნაბიჯები მებრძოლებს “სერიოზულ დარტყმას” აყენებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად