ერდოღანი: ”თურქეთის ნაკადი 2”-ის მშენებლობა 2019 წელს დასრულდება

თურქეთი გაზსადენ „თურქეთის ნაკადის“ მშენებლობა გრძელდება,-ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Anadolu- ავრცელებს.

“ჩვენ ჩვენს მიწაზე გაზსადენ „თურქეთის ნაკადის“ მშენებლობას ვიწყებთ, რომელიც 2019 წლის ბოლოს დასრულდება”, – განაცხადა ერდოღანმა.

გაზსადენ „თურქეთის ნაკადის“ ორი ნაწილის მოცულობა 15.75 მილიარდი კუბური მეტრი უდა იყოს.  გეგმის თანახმად, 2019 წლის ბოლოს გაზსადენი ამოქმედდება.

ევროპარლამენტმა სტრასბურგში გამართულ სესიაზე მიიღო რეზოლუცია, რომელიც გაზსადენ Nord Stream 2-ის პროექტის განხორციელების გაუქმებას ითვალისწინებს.

“ვგმობთ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის პროექტის მშენებლობას, რადგან ეს პოლიტიკური პროექტია, რომელიც ევროპის ენერგოუსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის”, – აცხადებენ ევროპარლამენტში.

გარდა ამისა, ევროდეპუტატებმა უკრაინაში განხორციელებული რეფორმების კურსი შეაფასეს, მათ შორის ენერგეტიკის, ჯანდაცვის, განათლებისა და სხვა სფეროებში.

გაზსადენი „ჩრდილოეთ ნაკადი 2″ მოიცავს ორი გაზსადენის მშენებლობას მთლიანი სიმძლავრით, 55 მლრდ კუბური მეტრი. უკრაინა აღნიშნულ პროექტს ეწინააღმდეგება, ისევე როგორც ევროპის სხვადასხვა ქვეყნები, მათ შორის ლატვია, ლიტვა და პოლონეთი. რუსეთმა არაერთხელ აღნიშნა, რომ Nord Stream II  კომერციული და კონკურენტუნარიანი პროექტია, რომელიც  უკრაინის გავლით რუსული გაზის ევროკავშირში ტრანზიტის შეჩერებას არ ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად