ერდოღანი: თურქეთი სირიის საზღვართან ტერორისტული დერეფნის ფორმირებას არ დაუშვებს

თურქეთი სირიის საზღვართან შექმნილ უსაფრთხო ზონაში ტერორისტული დერეფნის ფორმირებას არ დაუშვებს. ანკარა ინიციატივით გამოდის, რომ „ლტოლვილთა ქალაქი” შეიქმნას. ამის შესახებ თურქეთის ლიდერმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა სირიის კრიზისის მოსაგვარებლად ანკარაში გამართული სამმხრივი სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელშიც რუსეთის, თურქეთისა და ირანის ლიდერები მონაწილეობდნენ.

მისი თქმით, სირია-თურქეთის საზღვართან “ტერორისტული დერეფნის” შექმნის თავიდან აცილება აუცილებელია.

”აქ, ამ რეგიონში, თქვენ შეგიძლიათ ლტოლვილთა ქალაქი შექმნათ, რომელშიც შეგიძლიათ მათთვის საცხოვრებელი კვარტალი ააშენოთ”, – განაცხადა ერდოღანმა.

მისივე თქმით, ქალაქის მაცხოვრებლებს შეეძლებათ, სოფლის მეურნეობაში ჩაერთონ და ხილი, ბოსტნეული მოიყვანონ. ერდოღანის თქმით, ამ გზით თურქეთი ლტოლვილებისთვის სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველყოფას შეძლებს, რაც ასევე სირიის დაყოფის თავიდან აცილებას ხელს შეუწყობს.

ცნობისთვის, 16 სექტემბერს, ანკარაში სირიის კონფლიქტის დარეგულირების საკითხზე სამმხრივი სამიტი გაიმართა: პუტინთან და ერდოღთან ერთად, სამიტში მონაწილეობა ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანმა მიიღო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად