ერდოღანი: თურქეთი პირველ ეტაპზე სირიაში მილიონ ლტოლვილს დააბრუნებს

თურქეთი სირიაში პირველ ეტაპზე 1 მილიონ ლტოლვილს დააბრუნებს, მეორე ეტაპზე – კიდევ 2 მილიონ ადამიანს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა.

”ღმერთმა ქნას, მოკლე დროში, ჩვენი საზღვარი უსაფრთხო გახდეს, პირველ ეტაპზე სირიაში 1 მილიონი ლტოლვილი დაბრუნდება, ხოლო მეორეზე კიდევ 2 მილიონი”, – განაცხადა ერდოღანმა ბაქოში თურქულენოვანი ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს სამიტზე.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრაპმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც თურქეთის წინააღმდეგ, ანკარას მიერ სირიაში დაწყებული სამხედრო ოპერაცია “მშვიდობის წყაროს” გამო, ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას გულისხმობს.

თურქეთის სამხედრო ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ სირიაში 9 ოქტომბერს დაიწყო. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა, აღნიშნული ოპერაციის მიზნად ე.წ. უსაფრთხო ზონის შექმნა დაასახელა, სადაც სირიელი დევნილები დაბრუნებას შეძლებდნენ. გარდა ამისა, ოპერაცია მიმართულია ქურთების თავდაცვის ძალების წინააღმდეგ, რომელსაც ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად