ერდოღანი: თუ ქურთული ძალები შეთანხმებას არ შეასრულებენ, ოპერაციას განვაახლებთ

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, თუ ანკარასა და ვაშინგტონს შორის მიღწეული შეთანხმება არ შესრულდება, თურქეთის არმია სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით ოპერაციას განაახლებს. ინფორმაციას თურქული ტელეარხი NTV ავრცელებს.

თურქეთის პრეზიდენტმა გაიხსენა, რომ შეთანხმების თანახმად, 120 საათის განმავლობაში, ტერორისტებმა (როგორც ანკარას უწოდებს ქურთების “სახალხო თავდაცვის ერთეულმა” -“აიპრესი) უსაფრთხო ზონა უნდა დატოვონ.

“დღეს მეორე დღეა [შეთანხმებები ძალაში შესვლის მომენტიდან-“აიპრესი”]. ვადა სამშაბათს, ღამით იწურება”,- განაცხადა თურქეთის ლიდერმა.

”თუ ხელშეკრულება არ შესრულდება, 120 საათის შემდეგ, ჩვენ ოპერაციას დავიწყებთ და ტერორისტების მეთაურების ლიკვიდაციას გავაგრძელებთ”,-განმარტა ერდოღანმა.

მანამდე, ანალოგიური განცხადება თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა გააკეთა.

”ჩვენ ოპერაცია ხუთი დღით შევწყვიტეთ. ამ დროის განმავლობაში ტერორისტებმა უსაფრთხო ზონა უნდა დატოვონ. თუ ეს ასე არ მოხდა, ოპერაციას გავაგრძელებთ”,- ციტირებს “როიტერი” მის სიტყვებს.

”ჩვენი მზადება დასრულებულია. ბრძანების შემთხვევაში, ჩვენი ჯარისკაცები წინ წასვლისთვის მზად იქნებიან”,- განაცხადა მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად