ერდოღანი: თავდაცვის ინდუსტრიაში მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადავდგამთ

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, რუსეთმა S-400-ის საზენიტო სარაკეტო სისტემების მიწოდებასთან დაკავშირებით გულწრფელი მიდგომა აჩვენა. ინფორმაციას NTV ავრცელებს.

“ჩვენ უნდა გადავდგათ ეს ნაბიჯი რეგიონში მშვიდობის დასამყარებლად. კომპლექსების დამონტაჟება არა უგვიანეს აპრილამდე მოხდება. ჩვენ თავდაცვის ინდუსტრიაში მნიშვნელოვან ნაბიჯებს  გადავდგამთ”,- განაცხადა თურქეთის ლიდერმა. მან დასძინა, რომ რუსული მხარე თანახმაა, ადგილზე მიტანის დრო დააჩქაროს.

22 ივლისს, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ S-400 ქვეყანაში 2020 წლის დასაწყისში იმუშავებს. მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემები უკეთესად მუშაობს, ვიდრე ამერიკელი Patriot-ი (“პატრიოტი”). მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ S-400 ქვეყნის საჰაერო თავდასხმებისგან დასაცავადაა შექმნილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად