ერდოღანი სომეხთა გენოციდის აღიარებაზე: ომის დროს განვითარებული მოვლენები ისტორიკოსებმა უნდა განსაჯონ და არა პოლიტიკოსებმა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა ამერიკელი კანონმდებლების გადაწყვეტილება გააკრიტიკა, რომლებმაც 1915 წლის მოვლენების შესახებ რეზოლუცია მიიღეს და ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა მასობრივი გენოციდი აღიარეს.

”104 წლის წინ, ომის დროს განვითარებული მოვლენები ისტორიკოსებმა უნდა განსაჯონ და არა პოლიტიკოსებმა”, – განაცხადა ერდოღანმა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს.

ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ 29 ოქტომბერს მიღებული რეზოლუცია თურქეთ-ამერიკულ ურთიერთობებს აზიანებს.

ოქტომბრის ბოლოს, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის წევრებმა მიიღეს რეზოლუცია, რომელიც ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა გენოციდს აღიარებს და გმობს. ამერიკული მედიის ცნობით, რეზოლუციას მხარი 405-მა კონგრესმენმა დაუჭირა, მხოლოდ 11 იყო წინააღმდეგი. დოკუმენტი წარმომადგენელთა პალატას დემოკრატმა ადამ შიფმა წარუდგინა.დადგენილება იურიდიული ხასიათის არ არის.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად