ერდოღანი სირიის საკითხზე მორიგი სამიტის ჩატარებას აანონსებს

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, ოქტომბრის დასაწყისში თურქეთის, რუსეთის, გერმანიისა და საფრანგეთის მონაწილეობით შესაძლოა, ახალი სამიტი ჩატარდეს. ამის შესახებ ინფორმაციას TRT Haber ავრცელებს.

”ჩვენ იდლიბში სამოქალაქო პირებზე განხორციელებულ თავდასხმებს განვიხილავთ, როგორც ლტოლვილთა ახალი ნაკადის შემოდინების რისკს და პოლიტიკური მოლაპარაკებების პროცესის შეწყვეტას”, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

ერდოღანმა ადრე სირიის პროვინციის იდლიბზე აშშ-ს საჰაერო შეტევა დაგმო, რომელიც აგვისტოში განხორციელდა. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ის იდლიბში არსებული ვითარების განხილვას რუსეთ-თურქეთ-ირანის მორიგ სამიტზე გეგმავს, რომელიც 16 სექტემბერს გამართება. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ სირიის პროვინცია იდლიბში ოპერაციის სამიზნე დაჯგუფება „ალ-ქაიდასთან“ ჯგუფები იყვნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად