ერდოღანი: სირიაში საომარი მოქმედებების გაგრძელების შესახებ ინფორმაცია ყალბია

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა სირიაში საომარი მოქმედებების გაგრძელების შესახებ ინფორმაციას ყალბი უწოდა.

”ასეთი ცნობები დეზინფორმაციაა”, -ციტირებს თურქული მედია ერდოღანის სიტყვებს.

როგორც ერდოღანმა აღნიშნა, თურქეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, ქურთებს შეთანხმებისამებრ სირიის ჩრდილოეთ ნაწილიდან თავიანთი ძალები გაჰყავთ.

მან დასძინა, რომ თურქეთის ჯარი სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ადრე ოკუპირებულ ადგილებში დარჩება, რათა “დარწმუნდეს, რომ ტერორისტებმა ტერიტორია მართლაც დატოვეს”.

პარასკევს, არაერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თურქეთის არმიამ ქალაქ რას-ელ-აინში იერიშები განაახლა.

წინა დღით, შეერთებულმა შტატებმა თურქეთთან ხელშეკრულება დადო, რომლის თანახმად, ანკარა სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით ქურთების წინააღმდეგ ოპერაცის დროებით შეაჩერებს. ვარაუდობენ, რომ ქურთები თავიანთ ძალებს სირიის-თურქეთის საზღვრიდან გაიყვანენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად