ერდოღანი სირიაში ახალი საომარი ოპერაციის განხორციელებით იმუქრება

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ სირიის ქალაქ იდლიბში საომარი ოპერაცია დროის საკითხია.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ანკარა ბოლო გაფრთხილებას აძლევს დამასკოს, ხოლო იდლიბთან დაკავშირებით გეგმის რეალიზაცია დასრულებულია.

„სიმართლე რომ გითხრათ, იდლიბში დაგეგმილი ოპერაცია მხოლოდ დროის ამბავია“, – განაცხადა ერდოღანმა.

აქამდე ანკარამ განაცხადა, რომ რუსეთ-თურქეთის მოლაპარაკებებმა იდლიბის საკითხთან დაკავშირებით, ჯერჯერობით დამაკმაყოფილებელი შედეგი არ მოიტანა.

რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა 14 თებერვალს დამასკო და მოსკოვი იდლიბში სიტუაციის რეგულირების შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა. მისი თქმით, სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის ჯარები და მათთან ერთად მოქმედი რუსი სამხედროები თავს ესხმიან პროვინციის ადგილობრივ მშვიდობიან მაცხოვრებლებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნული ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ სწორედ თურქეთი არ ასრულებს თავის დაპირებებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად