ერდოღანი: “ქურთებს სახელმწიფოს შექმნის საშუალებას არასოდეს მივცემთ”

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი არასოდეს მისცემს ქურთებს საშუალებას, შექმნან სახელმწიფო სირიის ჩრდილოეთ ნაწილში,-ამის შესახებ მან ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

"თურქეთი არასოდეს მისცემს საშუალებას ქურთებს, შექმნან ახალი სახელმწიფო სირიის ჩრდილოეთ ნაწილში, რომელიც თურქეთის საზღვრების სიახლოვეს არის. ანკარა ძალისხმევას არ დაიშურებს, რომ ეს გეგმა არასოდეს განხორციელდეს, რა ფასადაც არ უნდა დაგვიჯდეს",-განაცხადა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტის განცხადებას წინ უძღოდა ქურთების სამხედრო დაჯგუფებების მიერ ბოლო პერიოდში "ისლამური სახელმწიფოს" პოზიციებზე წარმატებული იერიშები. ბოლო ცნობებით, ქურთების დაჯგუფებებმა ექსტრემისები სრიის ქალაქ კობანიდან გააძევეს. ამ დროისთვის ქალაქი ქურთების კონტროლის ქვეშ არის.

რაც შეეხება ქალაქ ხასეკას, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა ეთნიკურად ქურთია, იქ ადგილობრივები სირიის შეიარაღებულ ძალებთან შეთანხმდნენ, რომ "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ერთად იმოქმედებენ. შეთანხმების თანახმად, ქურთების დასახლებაში სირიის დროშის ნაცვლად, საკუთარი დროშის განთავსების უფლება მიეცათ.

"ისლამური სახელმწიფო" ტერორისტული დაჯგუფებაა. გაერო ერაყში და სირიაში დაჯგუფების ქმედებებს, როგორც იეზიდი და ქურთი ხალხის წინააღმდეგ გენოციდს აფასებს. დაჯგუფების წევრები ერაყისა და სირიის მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებენ. ტერორისტული დაჯგუფების განადგურებისთვის მიმდინარეობს საერთაშორისო ოპერაცია, რომელშიც 10-ზე მეტი ქვეყნის შეიარაღებული ძალებია ჩართული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად