ერდოღანი: ლიბიაში სამხედრო მოქმედებებს სათავეში რუსეთის უმაღლესი სამხედრო მაღალჩინოსნები უდგანან

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, ლიბიაში, სამხედრო მოქმედებებს სათავეში რუსეთის უმაღლესი სამხედრო მაღალჩინოსნები უდგანან.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, ერდოღანმა აჩვენა ფოტო, რომელზეც, მისი თქმით, ერთ ოთახში ლიბიის ნაციონალური არმიის მეთაური ხალიფა ხაფტარი, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ და რუსეთის სამხედრო ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელი ვალერი გერასიმოვი იმყოფებიან.

„ეს უმაღლესი სამხედრო მაღალჩინოსნები არიან. ისინი კვლავ ამბობენ, რომ არანაირი კავშირი არ აქვთ. ამ ეტაპზე რუსეთი მეთაურობს ომს უმაღლეს დონეზე“, – აცხადებს თურქეთის პრეზიდენტი.

ამასთან, ფოტო, რომლის შესახებაც არის საუბარი, გავრცელებული არ არის.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ ბოგდანოვი აცხადებს, რომ ეს ნათქვამი სინამდვილეს არ შეესაბამება.

„წარმოდგენა არ მაქვს, ეს მან საიდან მოიტანა“, – აცხადებს ბოგდანოვი.

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განცხადებით კი, თუკი ლიბიაში რუსეთის მოქალაქეები არიან, ისინი რუსეთის ინტერესს არ წარმოადგენენ და გარდა ამისა, მათ რუსეთის ხელისუფლება ფულს არ უხდის.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად