ერდოღანი: ევროკავშირში რელიგიის გამო არ გვიღებენ

ჭეშმარიტი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ იღებს ევროკავშირი თურქეთს წევრად არა მოსახლეობის დიდი რაოდენობა, არამედ რელიგიაა,-ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა.

”ჩვენ გვეუბნებიან (ავუხსნათ, თუ რატომ არ არის თურქეთი ჯერ კიდევ ევროკავშირის წევრი “აიპრესი”), რომ თურქეთის მოსახლეობა ძალიან დიდია. თუმცა, ნამდვილი მიზეზი იმისა, რომ არ სურთ ანკარას განაცხადზე მხარდაჭერაზე გამოუცხადონ, (ევროკავშირში გაწევრიანებისთვის-“აიპრესი”) სხვაგან დევს. ნამდვილი მიზეზი ის არის, რომ ჩვენ – მუსლიმები ვართ”,- ციტირებს სააგენტო Anadolu ერდოღანის სიტყვებს.

ანკარამ თურქეთსა და ევროპულ ეკონომიკურ კავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებას ხელი 1963 წელს მოაწერა და ამით ასოცირებული წევრის სტატუსი მოიპოვა. 1987 წელს, თურქეთმა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი ოფიციალურად გაგზავნა, მაგრამ ასოციაციაში შესვლის კანდიდატი მხოლოდ 12 წლის შემდეგ გახდა.

ევროკავშირში თურქეთის შესვლის შესახებ მოლაპარაკებების დაწყების ოფიციალურ თარიღად 2005 წელი მიიჩნევა, თუმცა, ევროკავშირში თურქეთის წევრობა შეფერხებულია იმით, რომ ქვეყანას ევროპაში ტერიტორია არ აქვს, სრულად დემოკრატიულ, ევროპულ ღირებულებებს არ იზიარებს და საბერძნეთთან კონფლიქტი აქვს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად