ერდოღანი ემანუელ მაკრონზე: მას ფსიქიკური აშლილობის მკურნალობა სჭირდება

თურქეთის პრეზიდენტმა რეაგირება მოახდინა საფრანგეთის ლიდერის განცხადებებზე ისლამის შესახებ და აღნიშნა, რომ მას ფსიქიკური აშლილობის მკურნალობა სჭირდება.

“რა პრობლემები აქვს ამ კაცს სახელად მაკრონს ისლამთან და მუსულმანებთან? რა შეგიძლიათ უთხრათ სახელმწიფოს მეთაურს, რომელიც მის ქვეყანაში არასათანადო დამოკიდებულებას გამოხატავს იმ მილიონობით ადამიანის მიმართ, რომლებიც განსხვავებული რელიგიის წარმომადგენლები არიან? მაკრონს ფსიქიკური აშლილობის მკურნალობა სჭირდება”, – თქვა ერდოღანმა.

ერდოღანის თქმით, ”მუსლიმთა მიმართ ასეთი დანაშაულები ევროპული ფაშიზმის ახალ საფეხურზე გადასვლის მტკიცებულებაა”.

შეგახსენებთ, რომ 2 ოქტომბერს მაკრონმა საფრანგეთის საზოგადოებას მოუწოდა გადამწყვეტი ბრძოლა ისლამისტური სეპარატიზმის წინააღმდეგ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად