ერდოღანი: აზერბაიჯანის ტერიტორიების ოკუპაციის უკან საფრანგეთიც დგას

აზერბაიჯანის ტერიტორიების ოკუპაციის უკან დგას საფრანგეთიც. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ თაიპ ერდოღანმა კაიზერიში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ საფრანგეთმა, როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარემ, სომხების შეიარაღების გარდა არაფერი გააკეთა: “დარწმუნებული ვარ, რომ აზერბაიჯანელი ძმები მოიგებენ ამ ბრძოლაში. აზერბაიჯანის მიწების ოკუპაციის დროს იყვნენ ასევე ბრმები, ყრუ-მუნჯები, ისინი ორსახოვანი მატყუარები არიან”.

ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი განაგრძობს ყველანაირი დახმარების გაწევას აზერბაიჯანის განმათავისუფლებელ ბრძოლაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად