ერდოღანი აცხადებს, რომ სომხეთი აზერბაიჯანს თავს მიზანმიმართულად დაესხა

თურქეთი არ დააყოვნებს რეაგირებას აზერბაიჯანის უფლებების შელახვაზე და მიწის წართმევის მცდელობებზე. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საზღვარზე შეტაკებების შესახებ კომენტარის გაკეთებისას განაცხადა.

“თურქეთი მკაცრად გმობს სომხეთის მხრიდან თავდასხმებს მოძმე აზერბაიჯანზე”, – განაცხადა თურქეთის ლიდერმა.

თურქეთის სახელმწიფოს მეთაურმა გამოთქვა შეშფოთება, რომ დაძაბულობა, რომელიც გაგრძელდა მთიანი ყარაბაღის ოკუპაციის შემდეგ, სომხური მხრიდან დაუფიქრებელი და სისტემატური თავდასხმების შედეგად, გადაიზარდა შეტაკებებში.

პრეზიდენტის მოსაზრებით, ორი სახელმწიფოს საზღვარზე ჩადენილი პროვოკაცია მძიმე იარაღის გამოყენებით მიანიშნებს, რომ რაც ხდება, ეს აზერბაიჯანზე მიზანმიმართული თავდასხმაა.

”ეს შეტევა არის მოვლენა, რომელიც სცილდება სომხეთის ჩარჩოებს. ამის მიზანს წარმოადგენს ის, რომ ხელი შეეშალოს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებას და გაჩნდეს კონფლიქტის ახალი კერები”, – განაცხადა ერდოღანმა.

პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ ასეთი აგრესია სომხეთის მხრიდან, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი მოსახლეობის მიმართ უპატივცემულობაა.

სამხედრო დაპირისპირება აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე 12 ივლისიდან მოყოლებული გრძელდება. სამხედრო დაპირისპირების შედეგად, ორივე მხარე დაზარალდა.

14 ივლისს, სომხეთმა სამხედრო მოსამსახურეების გარდაცვალების შესახებ განაცხადა, სომხურმა არმიამ დაკარგა მაიორი, კაპიტანი და ორი უმცროსი სერჟანტი. აზერბაიჯანის მხარემ კი დაკარგა გენერალ-მაიორი და პოლკოვნიკი, აგრეთვე რამდენიმე დაბალი რანგის სამხედრო მოსამსახურე. ორი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროებმა ასევე განაცხადეს ერთმანეთის სამხედრო პუნქტების განადგურების შესახებ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად