ერდოღანი: ასადის რეჟიმმა უნდა შეწყვიტოს თავისი მტრული ქმედებები იდლიბში, ეს ჩვენი ბოლო გაფრთხილებაა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარა ბაშარ ასადის რეჟიმს ბოლო გაფრთხილებას აძლევს, რომ შეწყვიტოს თავისი მტრული ქმედებები სირიის პროვინცია იდლიბში.

„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ჩვენ გამოვდივართ განცხადებებით, რომ სირიის რეჟიმმა უნდა შეწყვიტოს თავისი მტრული ქმედებები იდლიბში. ჩვენ ბოლოჯერ ვაფრთხილებთ!“, – განაცხადა ერდოღანმა.

მისი თქმით, თურქეთს ძალიან გადამწყვეტი პოზიცია აქვს, რომ ნებისმიერ ფასად, იდლიბი უსაფრთხო ზონად აქციოს.

როგორც ერდოღანი აცხადებს, ჯერჯერობით, რუსეთისა და თურქეთის დიპლომატების დიალოგებს იდლიბის თემასთან დაკავშირებით, შედეგი არ მოუტანია.

„ჩვენი მოლაპარაკებების განმავლობაში სასურველ შედეგს ვერ მივაღწიეთ. მოლაპარაკებები გრძელდება, მაგრამ სინამდვილე ის არის, რომ ჩვენი მოთხოვნების დაკმაყოფილებისგან ძალიან შორს ვართ“, – აცხადებს ერდოღანი.

რეჯეპ ტაიპ ერდოღანის თქმით, საომარი ოპერაციის დაწყება, რომელსაც თურქეთის ჯარები აპირებს იდლიბში, ბაშარ ასადის არმიის წინააღმდეგ, ეს მხოლოდ დროის საკითხია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად