ერდოღანი: აფრინში ანტიტერორისტული ოპერაცია დავიწყეთ

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ მისი სახელმწიფოს შეიარაღებულმა ძალებმა, სირიის ქალაქ აფრინში, ქურთების ფორმირებების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია ფაქტობრივად უკვე დაიწყეს.

"აფრინში ანტიტერორისტული ოპერაცია ფაქტობრივად უკვე დაიწყო", – აცხადებს ლიდერი.

მისი თქმით, თურქული შეიარაღებული ძალების მომდევნო სამხედრო ოპერაციის ჩატარების ადგილი სირიის რეგიონი მანბიჯი იქნება.

19 იანვარს განცხადება იმის შესახებ, რომ ოპერაცია უკვე მიმდინარეობს, თურქეთის თავდაცვის მინისტრმა გააკეთა. მან უარი განაცხადა იმის თქმაზე, თუ როდის დაიწყება თურქული შეიარაღებული ძალების სრულფასოვანი სამხედრო მოქმედებები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...