ერდოღანი: ანკარა რუსული S-400 საზენიტო სარაკეტო სისტემების შეძენის თაობაზე უკან არ დაიხევს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა, თავის ამერიკელ კოლეგა დონალდ ტრამპთან ბოლო მოლაპარაკებებზე კომენტარი გააკეთა და დასძინა, რომ ის ტრამპს რუსული S-400 საზენიტო სარაკეტო სისტემების (SAM) შეძენის თაობაზეც ესაუბრა.

“მე ავუხსენი ტრამპს, თუ როგორ მიიღო თურქეთმა რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემების შეძენის თაობაზე გადაწყვეტილება. ტრამპს მიაჩნია, რომ ანკარის პოზიცია მართებულია. ჩვენ თეთრი სახლის ხელმძღვანელს ვუთხარით, რომ ანკარა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ნაბიჯს უკან არ გადადგამს. ასევე, ჩვენ კვლავ აღვნიშნეთ ჩვენი ინტერესი “პატრიოტის” სისტემების შეძენის თაობაზე”,-ციტირებს სააგენტო Anadolu ერდოღანის სიტყვებს, რომელიც ანკარაში, მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის წინაშე სიტყვით გამოვიდა.

ერდოღანის თქმით, მან ასევე ტრამპს განუცხადა, რომ თურქეთის მიმართ F-35 ტიპის გამანადგურებლის შესყიდვის საკითხზე უსაფუძვლო ზეწოლა იყო. თურქეთის პრეზიდენტმა გაიხსენა, რომ ანკარა F-35 პროგრამის წევრია და არა მხოლოდ მყიდველი.

ამავე დროს, ერდოღანმა განაცხადა, რომ თუ აშშ აღნიშნული პროგრამის თაობაზე თურქეთის მონაწილეობის საკითხზე პოზიციას არ შეიცვლის, ანკარას ალტერნატივის ძებნა მოუწევს.

ადრე, დონალდ ტრამპმა, თურქეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკებების შემდეგ, იმედი გამოთქვა, რომ ანკარა S-400-ის შეძენასთან დაკავშირებულ პრობლემას მოაგვარებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად