ერდოღანი: აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის მეუღლე დავაკავეთ

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ანკარაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ თურქეთის უსაფრთხოების სამსახურებმა ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” ლიკვიდირებული ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის მეუღლე დააკავეს.

”ჩვენ ალ-ბაღდადის ცოლი დავატყვევეთ, მაგრამ ამას არ განვიცით. საზოგადოებას აღმნიშნულის შესახებ პირველად ახლა ვაცნობე”, – ციტირებს თურქული მედია ერდოღანის სიტყვებს.

5 ნოემბერს, სააგენტო Associated Press- ი თურქ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერდა, რომ სირიაში რასმია ავადი დააკავეს, რომელიც ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” ლიკვიდირებული ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის უფროსი დაა.

წყარო აცხადებს, რომ ავადთან ერთად მისი მეუღლე, რძალი და ხუთი შვილი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ოჯახის ყველა ზრდასრული წევრი უკვე დაკითხეს.

29 ოქტომბერს, დონალდ ტრამპმა გამოაქვეყნა ძაღლის ფოტო, რომელიც სირიაში, ალ-ბაღდადის სალიკვიდაციო ოპერაციაში იღებდა მონაწილეობას და რომელიც დაიჭრა. პენტაგონის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ძაღლს ჯანმრთელობისთვის საშიში ტრავმები არ მიუღია.

ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის შესახებ დონალდ ტრამპმა 27 ოქტომბერს განაცხადა. მისი თქმით, სამხედროებმა იგი გვირაბში მოიმწყვდიეს, სადაც ალ-ბაღდადიმ თავი აიფეთქა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად