ერაყში მომხდარ ტერაქტს ხუთი სამხედრო მოსამსახურე და ექვსი სამოქალაქო პირი ემსხვერპლა

ერაყის დედაქალაქ ბაღდადიდან არც ისე შორს, ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” ბოევიკები თავს დაესხნენ ერაყის არმიის სადამკვირვებლო პუნქტს, რის შედეგადაც დაიღუპა 11 ადამიანი. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

თავდასხმა განხორციელდა ალ-რადვანიას რაიონში. ბოევიკებმა გამოიყენეს ხელყუმბარები და მსუბუქი იარაღი. შედეგად, ხუთი სამხედრო მოსამსახურე და ექვსი სამოქალაქო პირი დაიღუპა.

Reuters-ი პოლიციისა და სამედიცინო სამსახურის წყაროებზე დაყრდნობით, განმარტავს, რომ თავდამსხმელები ოთხი მანქანით ჩავიდნენ, მათ ჰქონდათ იარაღი.

AFP, უსაფრთხოების წყაროს და Alsumaria News-ზე დაყრდნობით წერს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ცდილობდა, დახმარებოდა ერაყელ სამხედროებს თავდასხმის მოგერიებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად