ერაყში მომხდარ აფეთქებას 17 ადამიანი ემსხვერპლა

ერაყის ქალაქ ქერბელაში, სამარშუტო ტაქსში ბომბი ამოქმედდა, რის შედეგადაც მინიმუმ 17 ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას al-Sumaria ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტროში წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ინციდენტი ქალაქის შესასვლელთან, საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან მოხდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით რეგიონში მოქმედ არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.

პორტალი Baghdadtoday წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ერაყის უსაფრთხოების ძალებმა თავდასხმაში მონაწილე ტერორისტი დააკავეს.

ივნისის შუა რიცხვებში, თვითმკვლელმა-ტერორისტმა ბაღდადში მეჩეთის შესასვლელთან თავი აიფეთქა. შედეგად, 10 ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად