ერაყში, აშშ-ის სამხედრო ბაზაზე სარაკეტო იერიშის შედეგად ამერიკელი ჯარისკაცები არ დაშავებულან

ამერიკელი ჯარისკაცები არ დაშავებულან აშშ-ის სამხედრო ბაზაზე სარაკეტო იერიშის მიტანისას, ბაზაზე, რომელიც ბაღდადში აშშ-ის საელჩოსგან არც ისე მოშორებით მდებარეობს.

ამის შესახებ თავის Twitter-ზე მაიკლ კეგინსი, ერაყსა და სირიაში აშშ-ის ლიდერობით კოალიციის ოპერაციის შტაბის ოფიციალური წარმომადგენელი წერს.

„კოალიცია ადასტურებს, რომ არც ისე დიდი ზომის რაკეტები მოხვდა ერაყის ბაზას, თუმცა ამას მსხვერპლი არ მოჰყოლია“, – წერს იგი.

მისი თქმით, სარაკეტო იერიში 16 თებერვალს 03:24 საათზე მოხდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება მომხდართან დაკავშირებით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად