ერაყში ანტისამთავრობო აქციებზე დაღუპულთა რიცხვი 100-მდე გაიზარდა

1 სექტემბრიდან ერაყში მიმდინარე მასშტაბური საპროტესტო აქციების შედეგად, დაღუპულთა რიცხვი 100-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ტელეარხი Al Arabiya უფლებადამცველებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ისინი აღნიშნავენ, ბაღდადში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დაახლოებით 4 ათასი ადამიანი დაშავდა.

უფლებადამცველების ცნობით, დაღუპულთა უმრავლესობა დემონსტრანტები არიან.

ცნობილია, რომ პოლიციამ ასევე 540 ადამიანი დააკავა, მათგან 200 პატიმრობაში რჩება.

ერაყის დედაქალაქში საპროტესტო აქცია 1 ოქტომბერს დაიწყო. მოსახლეობა უმუშევრობის, კორუფციისა და სოციალური სერვისების დაბალი ხარისხის გამო, უკმაყოფილებას გამოთქვამს. პრემიერმინისტრი აბდულ მაჰდი უკვე დაჰპირდა დასაქმებას ყველას, ვისაც განათლება მიღებული აქვს.

2016 წელს ბაღდადში მშვიდობიანი აქციის შემდეგ, პარლამენტზე შტურმი მიიტანეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად