ერაყში, ამერიკულ ბაზაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს

უცნობმა პირებმა, რაკეტა გაუშვეს K1 ბაზაზე, რომელიც განლაგებულია ერაყის ჩრდილოეთში, ქალაქ კირკუკის რაიონში.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნული ბაზით ამერიკელები სარგებლობენ, აგრეთვე ერაყელი პოლიციელები. დაშავებულების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა.

სწორედ კირკუკის ბაზა იყო, სადაც 27 დეკემბერს დაიღუპა ამერიკელი მოქალაქე, წარმომავლობით ერაყელი ნავრეს ჰამიდი, რომელმაც აშშ-ის მოქალაქეობა მიიღო. მისი სიკვდილი, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის გახდა საბაბი, რათა გაეცა ბრძანება კასემ სულეიმანის ლიკვიდაციის შესახებ. მას შემდეგ, კირკუკის ბაზაზე იერიში აღარ მიუტანიათ.

ბოლო თვეების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური სარაკეტო იერიში. რაც ერაყში არსებულ ამერიკულ ბაზებზე განხორციელდა, ეს იყო 8 იანვრის ღამეს. როდესაც ერაყელებმა ბაღდადის ჩრდილოეთში არსებულ ალ-ასადის ბანაკზე მიიტანეს იერიში. აღნიშნულზე პასუხისმგებლობა მოგვიანებით თეირანმა აიღო და განაცხადა, რომ ეს კასემ სულეიმანის ლიკვიდაციაზე გაცემული პასუხი იყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად