ერაყის საგარეო უწყება: ჩვენი ტერიტორია ომისა და შეტაკებების არენა არავითარ შემთხვევაში არ გახდება

ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, მუჰამედ ალი ალ-ჰაკიმის განცხადებით, საერთაშორისო საზოგადოებამ პატივი უნდა სცეს ერაყის სახელმწიფოს სუვერენიტეტს და არ დაარღვიოს ის. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი Al Sumaria ავრცელებს.

”ერაყის ტერიტორია ომისა და შეტაკებების არენა არავითარ შემთხვევაში არ გახდება”, -აღნიშნა დიპლომატმა.

როგორც მან დასძინა, ირანმა და შეერთებულმა შტატებმა უკვე იციან ბაღდადის პოზიცია.

ალ-ჰაკიმის თანახმად, ერაყს ურჩევნია რეგიონალური კონფლიქტის გარეშე, ნეიტრალურ სახელმწიფოდ დარჩეს.

ახლო აღმოსავლეთში სიტუაცია აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალების მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშების შედეგად, ირანელი გენერლის კასემ სულეიმანის ლიკვიდაციის შემდეგ გაუარესდა. აღნიშნულის შემდეგ, ირანის უზენაესმა ლიდერმა ალი ხამენიმ პირობა დადო, რომ გენერლის ლიკვიდაცია შურისძიების გარეშე არ დარჩებოდა.

8 იანვარს ღამით, ერაყში იმ სამხედრო ობიექტებზე, სადაც ამერიკელი ჯარისკაცები იყვნენ განლაგებული, სარაკეტო იერეიშები განხორციელდა. თეთრი სახლის ლიდერი დაიმუქრა, რომ მკაცრი სანქციები ამოქმედდება.

თარგმანი: თაკო ჩხაიძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად