„ექსპო ჯორჯიასთან“ დაკავებული აქციის მონაწილე პირები ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

“ექსპო ჯორჯიასთან” მიმდინარე აქციაზე დაკავებული 9 პირიდან, 8 ხელწერილის საფუძველზე გაათავსუფლეს.

“ექსპო ჯორჯიასთან” “ქართული ოცნების” ყრილობის პარალელურად საპროტესტო აქცია სამოქალაქო აქტივისტებმა გამართეს.

მათ სამტრედიის ქუჩის გადაკეტვა სცადეს, თუმცა აქციის მონაწილეებს ამის საშუალება პოლიციამ არ მისცა.

აქცია, ამჯერად უკვე დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ პოლიციის განყოფილებასთან გრძელდება.

აქციის დაკავებულ მოქალაქეებს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას“ ედავებიან. კერძოდ, 166-ე და 173-ე მუხლებს, რაც წვრილმან ხულიგნობას და დაუმორჩილებლობას ნიშნავს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად