ექსპერტი: ზედმეტი პანიკის საფუძველი არ გვაქვს, მძიმე მდგომარეობა ჩვენს ქვეყანაში არ არის

ჯანდაცვის ექსპერტები ამბობენ, რომ ამ ეტაპზე საქართველოში პანიკის საფუძველი არ არსებობს, თუმცა აუცილებელია, რომ მოქალაქეებმა ყველა ის რეკომენდაცია დაიცვან, რომელის კორონავირუსის პრევენციისთვის გამოიყენება.

„ზედმეტი პანიკის საფუძველი არ გვაქვს, მძიმე მდგომარეობა ჩვენს ქვეყანაში არ არის. განხორციელდა ის პრევენციული ღონისძიებები, რომლებიც საჭირო იყო. ცოტა ნაადრევია საგანგებო მდგომარეობაზე გადასვლა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები განსაკუთრებით ყურადღებით 60 წლის ზევით ადამიანებმა უნდა გაითვალისწინონ. ვისაც აქვს ქრონიკული დაავადებები, მატ შორის გულსისხლძარღვთა დაავადებები და დიაბეტი. ასეთი პაციენტები თვითიზოლაციაში უნდა მოხვდნენ, მაქსიმალურად ერიდონ კონტაქტს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. მთელი საზოგადოება სოლიდარული უნდა გახდეს ამ ქმედებების მიმართ“, – აცხადებს ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში ირაკლი სანაია “ფორმულასთან”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად