ექსპერტები მიიჩნევენ, რომ COVID19 კაცობრიობასთან შესაძლოა სამუდამოდ დარჩეს

ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ COVID-19 მასობრივი ვაქცინაციის შემდეგაც შესაძლოა სამუდამოდ დარჩეს კაცობრიობასთან. ამავე დროს, ექსპერტები თვლიან, რომ კორონავირუსი გახდება კონტროლირებადი ვირუსი და საკმაოდ გავრცელებული.

“ბევრი ფიქრობს, რომ ვაქცინები ვირუსებს ავტომატურად კლავს. მაგრამ ეს ასე არ არის”, – განუცხადა ანჟელა რასმუსენმა Politico-ს.

ექიმებს მიაჩნნიათ, რომ COVID-19 მომავალში მცირე ზიანს მიაყენებს. დროთა განმავლობაში ვაქცინები შეიძლება გახდეს უფრო მდგრადი, ისევე როგორც ადამიანთა იმუნიტეტი – მოსახლეობის იმუნიტეტი გაიზრდება თავად დაავადების გადატანის, ან პრეპარატის მიღების შემდეგ. ექსპერტების აზრით, იმუნური მეხსიერება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

ფლორიან კრამერი, აიკანის მედიცინის სკოლის ვაქცინოლოგიის პროფესორი, ვარაუდობს, რომ გრძელვადიან პერიოდში ადამიანები ვაქცინაციას ბავშვობაში ჩაიტარებენ, რაც გააძლიერებს იმუნიტეტს.

”იმ დროისთვის, როდესაც ისინი ნამდვილად მოხვდებიან მაღალი რისკის ჯგუფში, რომელიც იწყება 50 წლის ასაკში, მათ ალბათ სერიოზული დაავადებები არ ექნებათ”, – განმარტა კრამერმა.

ექიმები ასევე ამბობენ, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია მკურნალობის მეთოდების გაუმჯობესება და ახალი წამლების მიღება ეფექტური ბრძოლისთვის.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად