ექსპერტები: Kaspersky Lab- ის ანტივირუსული პროგრამების დაყენება საფრთხეს წარმოადგენს

ავსტრიის კონტრდაზვერვის მიერ რუსული ანტივირუსული პროგრამა “კასპერსკის ლაბორატორიის” გამოყენება უწყების უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. დასკვნას ბრიტანეთის კონტრდაზვერვა MI5 და კონსტიტუციის დაცვის საკითხებში გერმანიის ფედერალური უწყება ავრცელებენ. ინფორმაციას გამოცემა Osterreich ავრცელებს.

სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა  დაადგინეს, რომ კომპიუტერებზე Kaspersky Lab- ის ანტივირუსული პროგრამების დაყენება ავსტრიის უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ “ჯაშუშობის უკიდურესად დიდ საფრთხესთან” ასოცირდება.

ავსტრიის კონტრდაზვერვის IT სისტემის ანალიზი ბერნსკის კლუბმა ჩააატარა. შემოწმების დროს, ექსპერტებმა უსაფრთხოების თვალსაზრისით უამრავი სერიოზული საფრთხე აღმოაჩინეს.

გარდა ამისა, ექსპერტების შეფასებით, ავსტრიის კონტრდაზვერვის პროგრამის მეშვეობით, შესაძლოა ტერორისტებს საიდუმლო დოკუმენტებზე წვდომა მოეპოვებინათ.

“კასპერსკის ლაბორატორიამ” რომელიმე ქვეყნის სპეციალურ სამსახურთან კავშირი არაერთხელ უარყო. კერძოდ, 2018 წლის მაისში კომპანიის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ “კასპერსკის ლაბორატორია” მსოფლიოს არცერთ მთავრობას კიბერ ჯაშუშობაში ან მავნე ქმედებებში არ დაეხმარება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად