ექსპერტები: COVID19-ის გამო თრომბის წარმოქმნის საშიშროება გაცილებით მეტია, ვიდრე ვაქცინებით აცრის შემთხვევაში

ბრიტანელმა მკვლევარებმა განაცხადეს, რომ COVID-19 ინფექციისგან თავის ტვინში თრომბის საშიშროება გაცილებით მაღალია, ვიდრე დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინებისგან. Reuters-ის ცნობით, ბრიტანეთისა და ევროპის რეგულატორებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ვაქცინაციის სარგებელი აჭარბებს რისკებს.

14 აპრილს შეერთებულმა შტატებმა ვაქცინაცია შეაჩერა J&J– ით ვაქცინიდან თრომბების გამოკვლევის დასრულებამდე და დანია პირველი ქვეყანაა, რომელმაც პრობლემის გამო AstraZeneca–თი ვაქცინაცია მთლიანად შეწყვიტა.

წინასწარი შესწავლისას, ექსპერტებმა განაცხადეს, რომ ცერებრალური ვენური სინუსის თრომბოზის (CVST) რისკი (ინსულტის ტიპი, რომლის დროსაც თრომბოზი ხდება თავის ტვინის ვენურ სისტემაში, რის შედეგადაც ხდება ერთი ან მეტი ცერებრალური ვენების ან / და ვენური სინუსის ოკლუზია) 8-10-ჯერ მეტი იყო COVID-19- ით ინფიცირების შემდეგ, ვიდრე დაავადების საწინააღმდეგო არსებული ვაქცინებიდან. კვლევა ემყარებოდა აშშ-ის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მონაცემებს და არ მოიცავდა ახალ ინფორმაციას უშუალოდ AstraZeneca-ს ვაქცინის შედეგად თრომბების წარმოქმნას, რადგან აღნიშნული პრეპარატი არ გამოიყენება ამერიკაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...