ექსპერტები: 2018 წელს, ნარკოტიკების გამო რეკორდული რაოდენობის ბრიტანელი დაიღუპა

2018 წელს ნარკოტიკების გამო რეკორდული რაოდენობის ბრიტანელი დაიღუპა. ამ მხრივ ექსპერტები აფრთხილებენ, რომ ქვეყანა “კოკაინის კრიზისს” უახლოვდება. ინფორმაციას ტაბლოიდი The Sun ავრცელებს.

ეროვნული სტატისტიკური სამსახურის მონაცემებით, ინგლისსა და უელსში 4359 ადამიანი წამალდამოკიდებული გახდა, რაც 2017 წელთან შედარებით, 16 პროცენტით მეტია.
ეს ასევე 1993 წლიდან, როდესაც სტატისტიკური მონაცემების შეგროვება დაიწყო, რეკორდული მაჩვენებელია.

დაღუპულთა უმეტესობა მრავალი წლის განმავლობაში ჰეროინს მოიხმარდა, მაგრამ კოკაინის შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა გასული სამი წლის განმავლობაში გაორმაგდა. კოკაინის მოხმარება თითქმის ყოველი მეშვიდე შემთხვევისას ვლინდება: დღეში დაახლოებით ორი ადამიანი იღუპება (სულ 637 შემთხვევა). სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი როგორც ღარიბ, ისე სანაპირო რაიონებში დაფიქსირდა.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ეს ნარკოტიკების ბრძოლასთან დაკავშირებით ფინანსების შემცირებას უკავშირდება. ამასთან, პრობლემად რჩება ნარკოტიკების უფრო მაღალი ხარისხი და მათზე ხელმისაწვდომობა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...