ექიმი: შატილის გზაზე დაშავებული 3 ადამიანის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

შატილის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 3 ადამიანი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოათავსეს. როგორც ექიმმა გიორგი მძინარიშვილმა ჟურნალისტებს წუხელ განუცხადა, სამივე მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

“სამი ქალია შემოყვანილი კატასტროფის ბრიგადის მიერ, უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში, პოლიტრამვის დიაგნოზით. არის სხეულის მრავლობითი ტრავმული დაზიანებები. არის სუნთქვის მწვავე უკმარისობა, არასტაბილური ჰემოდინამიკა. ორის მდგომარეობა კრიტიკულია და რეანიმაციაშია გადაყვანილი. ერთთან მიმდინარეობს კვლევები”, – განაცხადა ექიმმა გიორგი მძინარიშვილმა.

შეგახსენებთ, წუხელ შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 3 კი მძიმედ დაშავდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად