ექიმი ფილარმონიასთან მომხდარი აფეთქების შედეგად ერთ-ერთ დაშავებულზე: პაციენტი მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი

ალადაშვილის სახელობის კლინიკის ექიმმა ფილარმონიასთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებული ერთ-ერთი მოქალაქის მდგომარეობაზე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა:

“ერთი პაციენტია შემოყვანილი სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადის მიერ. 33 წლის მამაკაცი. შემოყვანისთვანავე დაფიქსირდა სუნთქვის მწვავე უკმარისობა ტრავმული შოკი. პაციენტი გადაყვანილია მართქვის სუნთქვაზე. აღენიშნება მრავალობითი ექსკულაციები, დამწვრობა სახის გულმკერდის არეში, ჭრილობები მხრის და გულმკერდის არეში, კისრის არეში. არის ტრავმული შოკი და სუნთქვის უკმარისობა. ამ ეტაპზე დაწყებულია გაფართოებული კვლევა და მის შემდეგ გადაწყდება მკურნალობის ტაქტიკა და სტრატეგია. პაციენტს როგორც გითხარით აღენიშნება ტრავმული შოკი და სუნთქვის უკმარისობა, შესაბამისად სიცოცხლისთვის საშიშია”, – განაცხადა ექიმმა.

შეგახსენებთ, ფილარმონიასთან აფეთქება მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პირველადი ინფორმაციით, კლუბ “დეჟავუში” სარემონტო სამუშაოების დროს, სავარაუდოდ, ჟანგბადის ბალონი აფეთქდა.
აფეთქების შედეგად დაშავდა 3 ადამიანი, ერთი მამაკაცი კი მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად