ექიმი: პეკინის გამზირზე დაჭრილი ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ამჟამად პალატაში იმყოფება

ამის შესახებ, ჯურნალისტებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, გივი ჟვანიას სახელობის ქირურგმა ნათია ვასაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

“პაციენტის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამჯამად იმყოფება პალატაში. პაციენტი შემოყვანილი იქნა სასწრაფო დახმარების ბრიგადა 112-ს მიერ. აღენიშნებოდა ღრმა ნაკვეთი ჭრილობები ცხვირისა და მარჯვენა ლოყის მიდამოში. ჩაუტარდა ოპერაციული ჩარევა. ზემოთ აღნიშნული ჭრილობები გაიკერა. ამჯამად იმყოფება პალატაში”,-გაანცხადა მედიკოსმა.

ცნობისთვის, თბილისში, პეკინის გამზირზე მცირეწლოვანს ბასრი საგნით დაზიანებები მიაყენეს. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელი ქალი იყო. ბავშვს დაზიანებები სახის არეში აქვს მიყენებული.შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც არასრულწლოვნის მიმართ, წინასწარი შეცნობით, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული შვიდიდან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...